თუ უკვე ნახეთ ემა სტოუნის ახალი ფილმი კრუელაზე, აუცილებლად ემოციებით დაიტვირთებოდით. დისნეის ყველაზე შეშლილი გმირის შესახებ ისტორია ახალი ფურცლიდან იწყება და მის სრულიად ახალ მხარეს ვეცნობით. ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში 3 ივნისს შედგა და დღემდე მაყურებლებით გადავსებული კინოთეატრებით გრძელდება.

ამჯერად კინოთეატრმა მაყურებელს გალერიაში სიურპრიზი მოუმზადა და კავეას ორგანიზებით, შთამბეჭდავი შოუ დაახვედრა. კრუელა, რომელიც მოდის ნამდვილი ზეიმია, შთაგონების წყარო ქართველი დიზაინერებისთვისაც იქცა.

ფილმის დაწყებამდე კრუელას ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმების ჩვენება მოაწყო დათუნა სულიკაშვილმა, ხოლო თეონა თავართქილაძე მაყურებელს Beauty & the box-ის სპეციალური კოლექციით დახვდა, რომელიც Cruelty free პროდუქციითაა დაკომპლექტებული. ესაა პროდუქტები, რომელიც ცხოველებზე არ იტესტება. სანახაობის პარტნიორები იყვნენ შამპანური მოეტ & შანდონი, ბოდი შოპი, სილქ ფექთორი სტუდიო და სილამაზის სალონების ქსელი პოდიუმი.

რადგანაც ფილმში კრუელას ბავშვობაც ვნახეთ, დიზაინერმა პოდიუმზე პატარა კრუელებიც გამოიყვანა. ჩვენება მანიკა ასათინმა დახურა, რომელიც ბარონესას როლში მოგვევლინა, ფილმის სიუჟეტის შესაბამისი ჩალმითა და კოსტუმით.