"გისმენთ და მგონია, რომ პარტიულ ყრილობას ვესწრები საბჭოთა დროის", — ასე გამოეხმაურა დეპუტატი არმაზ ახვლედიანი პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრის ანგარიშს და ქართული ოცნების დეპუტატების გამოხმაურებას.

"რატომ არის საქართველოში კვლავაც, 2021 წელს შავი და თეთრი, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან მოინდომეთ? ინფრასტრუქტურაზე ბევრი ისაუბრეს, გისმენთ და მგონია, რომ პარტიულ ყრილობას ვესწრები საბჭოთა დროის, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. რა გვაზეიმებს, რა გვიხარია, სად ვართ ბოლოს და ბოლოს თქვენ აცნობიერებთ, რომ საქართველოს მთა და ბარი გავაპარტახეთ?

ამბასადორი ითქვა აქ, მაინტერესებს, რას იტყვის ქალბატონი კულტურის მინისტრი, რას იტყვიან სხვები ამბასადორთან დაკავშირებით ბათუმში? ისტორიული უბნების განადგურებასთან დაკავშირებით. ასჯერ რომ მომეცეს საშუალება, გავიმეორებ, ბახმარო და გომის მთა თქვენმა მოხელეებმა თქვენივე მხარდაჭერით რატომ გაანადგურეს? ვინ აგებს ამაზე პასუხს?", — განაცხადა დეპუტატმა.

დღეს, 25 ივნისს პარლამენტში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა იმართება, სადაც ქართული ოცნები დეპუტატებმა პრემიერმინისტრს "ყოვლისმომცველი მოხსენებისთვის" მადლობა რამდენჯერმე გადაუხადეს, ხოლო კრიტიკული კითხვები მათი მხრიდან არ დასმულა