სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 25 მილიარდი ვალი აიღო ქვეყანამ და ახლა უფრო მეტად შია ხალხს, ვიდრე ღარიბაშილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს.

"ერთი კითხვა გამიჩნდა [ღარიბაშვილის მოსმენისას], სად გადის ტყუილის, ცინიზმის ზღვარი? ალბათ მოქალაქეები მოისმენენ ამას და თქვენ მართლა ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ასე კარგად არის ყველაფერი? [...] კორუფცია, ვალები, შიმშილი, უმუშევრობა, გაჭირვება... რატომ ხდება ეს ყველაფერი? 25 მლრდ. ავიღეთ ვალი და უფრო მეტად გვშია, ვიდრე მისი პირველი პრემიერმინისტრობის დროს, დასაწყის ეტაპზე გვშიოდა.

ჩვენი მთავარი გზა არის, რომ ვამხილოთ ესენი, რომ ხალხს ვაჩვენოთ, რომ რეალურად არსებობს ქვეყნის მომავალი", — ამბობს ვაშაძე.

დღეს, 25 ივნისს პარლამენტში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა იმართება.