სენაკის მერიაში კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილება გამოიკვეთა — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტში "მბრუნავი კარის" შემთხვევა გამოავლინეს. TI-ის ცნობით, "მბრუნავი კარი" საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილებაა, რომელსაც ორგანიზაცია პერიოდულად იკვლევს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამჯერად მსგავსი ფაქტი სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან მიმართებაში გამოიკვეთა.
"ნანა ზარანდია 2014 წლიდან სენაკის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, 2018 წლიდან კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახდა. 2019 წლის 8 თებერვალს ზარანდია მერიიდან წავიდა და სს "არქეოპოლისის" დირექტორად დაინიშნა, სადაც 2020 წლის 12 ივნისამდე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში კომპანიამ სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ტენდერი მოიგო და 1 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 6 054 373 ლარია. შვიდივე ხელშეკრულებას "არქეოპოლისის" მხრიდან ხელს კომპანიის დირექტორი, ნანა ზარანდია აწერს", — აცხადებენ TI-ში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შემდგომ ნანა ზარანდია სენაკის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე კვლავ დაბრუნდა.
"სწორედ ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაშია შესყიდვების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქცია მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზებაა. ამის შემდეგ სს "არქეოპოლისმა" სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 3 874 513 ლარი. ორივე შემთხვევაში ნანა ზარანდია ხელს აწერს ოქმს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი სს არქეოპოლისთან", — ნათქვამია TI-ს განცხადებაში.
მათივე თქმით, "არქეოპოლისი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიაა სამეგრელოს რეგიონში. იგი შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 122 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული.
ორგანიზაციის განცხადებით, "არქეოპოლისისგან" ყველაზე ხშირად მომსახურებას სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტი ყიდულობს.
"არქეოპოლისმა სენაკის მუნიციპალიტეტის 26 ტენდერი მოიგო, ასევე, მიიღო 2 გამარტივებული შესყიდვაც. "არქეოპოლისი" საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, დემურ გადელიას კომპანიაა. გადელია პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი) ორჯერ იყო 1995-1999 და 1999-2004 წლებში", — ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში.
TI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, ნანა ზარანდიას ჩართულობით "არქეოპოლისის" სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის პროცესი შეისწავლოს და დაადგინოს, შეიცავს თუ არა იგი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები