ვაზი საქართველოდან — თბილღვინოს ვიდეოების სერია, რომლითაც ვაზის ქართულ ჯიშებს უკეთ გაიცნობთ
საქართველოში ვაზის ათობით სახეობაა გავრცელებული. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვაზის ნაირსახეობას შეხვდებით. მევენახეობის ათასწლეულების ისტორია ყველა ქართველისთვის საამაყოა, მათგან ღვინის დაყენების ტრადიცია კი იუნესკოს არამატერიალურ ძეგლადაც კი არის აღიარებული.
რქაწითელი, ციცქა, ოჯალეში, საფერავი, ცოლიკოური თუ მრავალი სხვა ვაზის ჯიში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მათგან დამზადებულ ღვინოსაც განსაკუთრებული არომატი, ერთმანეთისგან განსხვავებული ბუნება გამოარჩევს.
არის ვაზის ჯიშები, რომელთა შესახებაც ყველას გაგვიგონია, მაგრამ ბევრისთვის უცნობი ვაზიც მრავლად გვხვდება, არადა ეს ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია. თბილღვინომ ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიის შესახებ მომზადებული ანიმაციის შემდეგ ვაზის ქართული ჯიშების შესახებ ვიდეო სერიის მომზადება გადაწყვიტა.
რა ნიშნები გამოარჩევს სხვადასხვა სახეობის ვაზს? როგორი ღვინო მზადდება მათგან? როგორი იყო მათი გავრცელების არეალი და რომელ საისტორიო წყაროებში გვხვდება? — ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხსაც თბილღვინოს ვიდეო ისტორიებში გაიგებთ.
ალბათ აქამდე არ იცოდით, რომ ოჯალეში ხეზე ასაშვებ ვაზს ნიშნავს და საქართველოში სამი სხვადასხვა ჯიში გვხვდება:
ცოლიკოურს კი სახელი სულაც სოფლის დასახელების მიხედვით დაერქვა. ალექსანდროულსა და მუჯურეთულსაც გაიცნობთ, მეტს გაიგებთ მათ წარმომავლობაზე, გავრცელების არეალსა და გემოვნურ თვისებებზე.
"ვაზი საქართველოდან" ითარგმნება რამდენიმე ენაზე, რომ ქართული ღვინის უცხოელი მოყვარულებისთვის ქართული ვაზის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ნაცნობი გახდეს.
თბილღვინოს ვიდეოებით ქართულ ვაზს ხელახლა აღმოაჩენთ და მზედაწურულ მტევნებს ახლოდან გაიცნობთ, მათ შესახებ ისტორიებს გაიგებთ და ღვინის ნაირსახეობაზეც მრავალ სიახლეს მოისმენთ, რაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციას თქვენ თვალწინ გააცოცხლებს.
ფოტო: თბილღვინო
ფოტო: თბილღვინო
1962 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითაც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი — ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.
დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინოს ვენახები 355 ჰექტარზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები