24 ივნისი Microsoft-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ჯერ ახალი ოპერაციული სისტემა — Windows 11 წარადგინდა და მომხმარებელთა მოწონებაც დაიმსახურა, დღის ბოლოს კი მარკეტი 2 ტრილიონიანი კაპიტალიზაციით დახურა.

ამით Microsoft გახდა მსოფლიოში მეორე კომპანია, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. პირველად ეს Apple-მა, 2020 წლის აგვისტოში შეძლო.

2020 წელი ტექნოლოგოიური კომპანიებისთვის ნამდვილად მომგებიანი იყო და ამით ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება. 2020 წელს, პანდემიის ფონზე, კომპიუტერული ტექნიკის ბაზარი 10%-ით გაიზარდა. Microsoft-ის წარმატებაზე Surface მოწყობილობებმა, Xbox-მა და ღრუბლოვანმა სერვისებმაც იმოქმედა. კომპანიის თქმით, მხოლოდ ღრუბლოვანი სისტემებიდან, 2020 წელს მათ $48 მილიარდი მიიღეს.

Microsoft 2 ტრილიონიან ნიშნულს კვირის დასაწყისშიც გადაცდა, თუმცა, ეს მაჩვენებელი მალევე დაეცა. 24 ივნისს კი კომპანიამ შეძლო და ბაზრის დახურვის მომენტში $2,009 ტრილიონიანი ნიშნული დააფიქსირა.