ყველაფერი საქართველოდან — თბილღვინოს პროექტი, რომლითაც უძველეს ქართულ რეცეპტებს აღმოაჩენთ
ქართული გასტრონომია და მეღვინეობა მრავალ საუკუნეს ითვლის. ღვინო და კერძები ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია, ისინი ერთმანეთის ღირსებებს კიდევ უფრო გამოკვეთენ და სრულყოფილ ტანდემს ქმნიან.
ჩვენი მრავალფეროვანი კულტურის ეს ორი ელემენტი დიდ ისტორიას იტევს, უძველეს რეცეპტებსა და მეღვინეობის ტრადიციას კი შემონახვა სჭირდება.
სწორედ ამიტომ, თბილღვინომ პროექტის — ყველაფერი საქართველოდან ფარგლებში, გადაწყვიტა, მოეძიებინა უძველესი ქართული რეცეპტები და რეგიონებისთვის დამახასიათებელი კერძების ისტორია.
ყველაფერი საქართველოდან
ყველაფერი საქართველოდან საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტის, გასტრონომიული კულტურის მკვლევარის, დალილა ცატავას დახმარებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში თბილღვინოს გუნდი და დალილა ცატავა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ესტუმრებიან და საოჯახო რესტორნების მასპინძლებთან ერთად მოამზადებენ ტრადიციულ, სარიტუალო თუ ყოველდღიური ყოფის ამსახველ კერძებს. ვიდეოების სერია გამოჩენილ ქართველ მკვლევართა მასალებზე თვალის გადავლებით, ლიტერატურის ძეგლებში შემონახული ინფორმაციის თუ ხალხის ზეპირი მონათხრობის დახმარებით გვიყვება უძველესი რეცეპტების შექმნისა და განვითარების ამბავს და მათ მნიშვნელობას უკეთ დაგვანახებს.
"გასტრონომია განიხილება როგორც ქვეყნის ერთერთი საიმიჯო რესურსი, თბილღვინოს იდეა, ყველასთვის გაგვეცნო რეგიონალური, ძირძველი კერძები ქართულ ღვინოებთან ტანდემში, არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება, ქართული რეგიონალური გასტრონომიის გადადარჩენად და მისი პოპულარიზაციისთვის მთელს მსოფლიოში", — ამბობს დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი.
მეგრული სამზარეულოს მარგალიტების, ხარჩოს, აჯიკის, ელარჯის ისტორიისა და მომზადების წესის შესახებ უკვე შეგიძლიათ ვიდეოს ნახვა:
ასევე იმერეთში მოგზაურობაც შეგიძლიათ, სადაც კეცზე მომზადებულ მჭადს, მინდვრის ფხალეულს, კვაწარახიან ლობიოს და იმერულ ხაჭაპურს დაგახვედრებენ.
გურიაში მოგზაურობისას კი გურულად შეტუტულ ქათამს, გურულ ბრინჯულას და წითელ ფხალს დააგემოვნებთ.
როგორც მრავალ საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ამ ვიდეო ამბებშიც ერთმანეთს შეეხამება თბილღვინოს სხვადასხვა ღვინო და მივიწყებული თუ კარგად ნაცნობი ქართული კერძები. პროექტი საზოგადოებას მივიწყებულ, ჩვენ შორის გაბნეულ მემკვიდრეობას გააცნობს და ღვინის მოყვარულებსა და საქართველოს კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს ღვინის, კერძებისა და ქართული რიტუალებისა თუ ყოველდღიურობის განუყოფელ ისტორიაზე მოუთხრობს.
თბილღვინო შემდეგ სტუმრობას გურიასა და იმერეთში გეგმავს, ამ კუთხეების სამზარეულოსა და კულტურის გასაცნობად, დროთა განმავლობაში კი ყველა კუთხის შემოვლა და მათი ტრადიციების გაცნობა არის დაგეგმილი.
1962 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითაც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი — ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.
დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინოს ვენახები 355 ჰექტარზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები