სასტუმროები და რესტორნები მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადებს უნდა იხდიდნენ — გიორგი ბალესიაშვილი
"ბოლო დროს ხშირად ვისმენთ საგადასახადო შეღავათების შესახებ ინიციატივებს, ზოგი მათგანი გონივრულია, ზოგი კი შედეგს ნაკლებად გამოიღებს. ზოგადად, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება (თუ არ ჩავთვლით მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას) იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც მთავრობა არაეფექტურად გეგმავს და ხარჯავს ბიუჯეტს და არსებობს იმის მოლოდინი, რომ გადასახადის გადამხდელები — იურიდიული და ფიზიკური პირები — ბიუჯეტში გადასახდელ თანხებს უფრო ეფექტურად განკარგავენ და დააბანდებენ. ლოგიკა მარტივია — კაპიტალი იმათ ხელში უნდა აღმოჩნდეს, ვინც მას გაამრავლებს", — აცხადებს გიორგი ბალესიაშვილი, "ქუდოს ჯორჯიას" თანადამფუძნებელი.
რა ტიპის კომპანიებს უნდა შეეხოთ საგადასახადო შეღავათები?
ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს გადასახადების შემცირებისკენ მიმართული, გრძელვადიანი სტრატეგია სწორედ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას უნდა უკავშირდებოდეს, სხვაგვარად ვერ შევქმნით მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. საგადასახადო განაკვეთების შემცირება სწრაფად ვერ მოხდება, რეფორმას ეტაპობრივი ხასიათი უნდა ჰქონდეს და ინდუსტრიების ჭრილში იქნას განხილული.
ყველა ვთანხმდებით და პრაქტიკამაც უკვე აჩვენა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამიტომ ტურისტულ ბიზნესს კიდევ უფრო მეტად უნდა შეეწყოს ხელი.
დღევანდელ რეალობაში, რესტორნებს და სასტუმროებს (ჰორეკა სექტორს) ძალიან უჭირთ არსებული საგადასახადო ტვირთის ზიდვა, ამიტომაც ეძებენ სხვადასხვა გზებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. დღეს არსებული საგადასახადო რეჟიმის გაგრძელების შედეგად, უმეტესი მათგანი უბრალოდ გადეფოლტდება.
რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ჰორეკა სექტორმა? იმუშავოს მხოლოდ სახელმწიფოსთვის და გადასახადებისთვის? და იმაშიც კი არ არის დარწმუნებული, რომ გადახდილი გადასახადები საბოლოოდ ბიზნესს მოხმარდება. კოვიდ პანდემიის დროს ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები მხარდაჭერით უნდა აიხსნას.
რესტორნები და სასტუმროები მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადებს უნდა იხდიდნენ! - გონივრული კრიტერიუმების მიხედვით და აღნიშნული გადასახადებიც შეღავათის მიმცემი უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში ჰორეკა სექტორს მეტად გაუმარტივდება გადასახადების ადმინისტრირება, საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდება, ხოლო შემოსავლების სამსახურს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეეძლება მათი კონტროლი — განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი.
ამ ეტაპზე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეები შეზღუდულია (თონე, სალონები და სოლარიუმები, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი), აუცილებლად უნდა გაიზარდოს აღნიშნული საქმიანობების სია და შეიცვალოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესაბამისი მოთხოვნები, მაგალითად ის, რომ — ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი — აცხადებს გიორგი ბალესიაშვილი.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები