შინაგან საქმეთა სამინისტროც ცნობით, გორში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა", — აცახდებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე რიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.