IDFI ჯარიმების გაუქმებაზე: სახელმწიფო თავადვე აკნინებს მის მიერ გამოყენებული შეზღუდვების ლეგიტიმურობას
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, ჯარიმების გაუქმებაზე გამოცხადებული ამნისტიით, სახელმწიფო თავადვე აკნინებს მის მიერ გამოყენებული ან მომავალში გამოყენებადი შეზღუდვების ლეგიტიმურობას.
"ვაქცინაციის მიმდინარე ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველო კვლავ დადგება შეზღუდვების დაწესების საჭიროების წინაშე. ამნისტიის გამოცხადება მნიშვნელოვნად წაახალისებს Covid რეგულაციების დარღვევის ფაქტებს მომავალში, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოსგან რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას გამოიწვევს. აღნიშნულს, გარდაუვლად მოჰყვება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტები", — წერია განცხადებაში.
IDFI აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა პარლამენტმა მთავრობისთვის რეგულაციების დასაწესებლად საჭირო უფლებამოსილების გაგრძელებას მხარი დაუჭირა, ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებით ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული.
"IDFI-ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ Covid რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების თვალსაზრისით მრავალი პრობლემა არსებობს, რომლებიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. მაგალითად, ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ათი ათასობით უკანონო ჯარიმაა გამოწერილი. თუმცა ამნისტია წარსულისკენ მიმართული აქტია და იგი სისტემური პრობლემების პრევენციას ვერ მოახდენს. მეტიც, მაღალია ალბათობა, რომ სამომავლოდ იგი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არსებული პრობლემების გამწვავებას", — ნათქვამია განცხადებაში.
მათი შეფასებით, თუ სახელმწიფოს სურს, პანდემიის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პრევენცია და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა, მან ამისთვის პრევენციული და შემდგომი რეაგირების ეფექტური მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.
24 ივნისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდება. ღარიბაშვილის თქმით, საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მლნ ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები