ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება", — წერია უწყების განცხადებაში.

მათი ცნობით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.