ურეკში სასტუმროში ხანძარია. ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში გვითხრეს, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არის. მათივე ცნობით, მაშველებმა მოქალაქეები შენობიდან უკვე გამოიყვანეს, ადგილზე 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. საგანგებოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან.