რამდენიმე წუთის წინ დასრულდა Microsoft-ის პრეზენტაცია და ჩვენ ახალი Windows 11 ვიხილეთ.

როგორც ირკვევა, ის მომხმარებლები, რომლებიც Windows 10-ს იყენებენ, Windows 11-ზე განახლებას უფასოდ შეძლებენ. როგორც ეს Windows 10-ის გამოსვლის დროს მოხდა, Windows 7-დან და 8-დან 10-ზე გადასვლაც უფასო იყო.

იმისათვის, რომ ახალ ვინდოუსზე გადახვიდეთ, საჭირო ოპერაციული სისტემის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. Windows 11 უკვე 64 ბიტიან პროცესორს, 4GB მინიმალურ ოპერატიულ მეხსიერებასა და 64გბ შიდა მეხსიერებას ითხოვს.