რამდენიმე წუთის წინ Microsoft-ის მთავარი ღონისძიება დასრულდა.

Windows 11 ოფიციალურად გამოვიდა და მასში უამრავი სიახლეა.

პირველი რაც თვალში აუცილებლად მოგვხვდება მისი ვიზუალური მხარეა.

Windows 11-ში ახალ Start მენიუს ვხვდებით, განახლებულია სტარტის ღილაკიც და ისინი ცენტრშია განლაგებული. UI ჯამში ძალიან გავს Windows 10X-ის ვიზუალს, რომლის გამოშვებასაც Microsoft ორეკრანიანი მოწყობილობებისთვის გეგმავდა.

ასეთი გაცენტრილი ვიზუალით ვინდოუს macOS-სა და Chrome OS-ს დაემსგავსა. ვიზუალში მეტ მომრგვალებულ კუთხეებსა და ხატულებს ვხვდებით, რაც ჩვენთვის Android-დან და iOS-დან უკვე კარგად ნაცნობია.

სრულად განახლდა ვიჯეტები და ვიჯეტების პანელი, რომელიც ანდროიდის ნიუს ფიდს მოგვაგონებს, რომელიც მთავარი ეკრანზე უკიდურეს მარცხენა ტაბზე გვხვდება ხოლმე.

Microsoft-მა მულტითასქინგზეც იფიქრა და ეკრანზე აპლიკაციებისა თუ ფაილების გადასანაწილებელი ახალი პატერნები შემოგვთავაზა, რომელთა არჩევაც ძალიან მარტივად შეგვიძლია.

ეს ნამდვილად წაადგებად ისეთ ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე ან თუნდაც ერთი დიდი მონიტორი აქვთ.

Xbox მაიქროსოფტისთვის ძალიან მნივნელოვანი პროდუქტია და Microsoft ცდილობს, რომ მისი ფუნქციები Windows-შიც შემოგვთავაზოს. Windows 11 თამაშებში ავტომატურ HDR-ს გამოუყენებს, ამ ფუნქციას ის Xbox Series X და S-დან ისესხებს. Auto HDR თამაშებში მაღალ დინამიურ დიაპაზონს გააქტიურებს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ თქვენს მონიტორს HDR-ის მხარდაჭერა აქვს.

Microsoft გვპირდება, რომ Windows 11 გაცილებით სწრაფი იქნება. ახალი ვინდოუსი DirectStrorage ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაც საგრძნობლად ააჩქარებს თამაშების ჩატვირთვის სიჩქარეს.

ასევე იხილეთ: