ასაკის მატება თითქმის ყველასთვის ემოციურად მძიმე და სევდიანი პროცესია: ვერც კი ვიაზრებთ, ისე სწრაფად გადის წლები და უცებ იმ ადგილას აღმოვჩნდებით, რომელიც მანამდე ჩვენგან ძალიან შორს გვეგონა.

ამ პროცესის შედეგები ჩვენზე როგორც ფიზიკურად, ისე სულიერადაც აისახება ხოლმე. მაინც როდის ვხვდებით, რომ გავიზარდეთ? Reddit-ის მომხმარებლებმა რამდენიმე მტკივნეულად სახალისო შემთხვევა გაიხსენეს პირადი გამოცდილებიდან:

1. "თანამედროვე სიმღერებს ვეღარ ვუსმენ"

ფოტო: Tenor

2. "მიმების გაგება მიჭირს"

ფოტო: Reddit

3. "მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება. ასევე, ძილი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე სექსი"

ფოტო: Gifer

4. "გასულ კვირას ცუდად მეძინა და ამის გამო წელი დიდხანს მტკიოდა"

ფოტო: Tenor

5. "სულ უფრო ხშირად ვღიზიანდები იმაზე, თუ რა ჩქარა ატარებენ მანქანებს ქუჩაში"

6. "კლუბში ვიყავი, როცა ვიღაც გოგომ მითხრა, რომ მამამისს მამსგავსებდა"

ფოტო: Gfycat

7. "როცა ტელევიზორს უყურებ და ხვდები, ძველებურად კარგ ფილმებსა და სერიალებს აღარ იღებენ"

ფოტო: Gifer

8. "სულ უფრო ხშირად მაოცებს, თუ რა მუსიკას უსმენენ ბავშვები"

ფოტო: Giphy

9. "ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ საღამოობით გარეთ გასვლას სახლში ჩემთვის მშვიდად ყოფნა მირჩევნია"

ფოტო: Viacom

10. "უცნობები მეკითხებიან, შვილები ხომ არ მყავს"

ფოტო: Giphy

სტატიის ავტორი: იმ დღეს გულწრფელად წამომცდა ფრაზა, რომელიც თავის დროზე ყველაზე მეტად მეჯავრებოდა — "ეს რა თაობა მოდის"

ფოტო: Disney