მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ სკოლის დასრულება განსაკუთრებულად აღნიშნონ და რამე დასამახსოვრებელი გააკეთონ. ფლორიდაში, მატანზას სკოლის მოსწავლეებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ამჯერად განსაკუთრებული მოვლენის ორგანიზატორი თავად სკოლის დირექტორი აღმოჩნდა.

ჯეფ რივსი 4 წელია სკოლის დირექტორია და ის ყოველთვის ცდილობს გამოსაშვები საღამო საინტერესოდ აღნიშნოს. თუმცა მოსწავლეების წლევანდელი ნაკადი მისთვისაც განსაკუთრებული იყო. 4 წლის წინ მათ ერთად შეაბიჯეს მატაზას სკოლაში.

ფოტო: Gfycat

მოსწავლეების გახარების მიზნით, რივსს ძალიან საინტერესო იდეა მოუვიდა. მარტის დასაწყისიდან ის თავისუფალ დროს იყენებდა, რათა ყველა მოსწავლისთვის მისალოცი ბარათი ხელით დაეწერა. თანაც, მან თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ტექსტი შეუდგინა, რომელიც მათ ურთიერთობაზე, წარსულ გამოცდილებაზე და მიღწევებზე იყო ორიენტირებული.

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოსწავლეებისთვის 2021 წლის დასრულება მიელოცა, რადგან მათ პანდემიის პირობებში უწევდა სწავლა. ეს კი ყველასთვის დიდი გამოწვევა იყო.

როდესაც მოსწავლეები გამოსაშვებ საღამოზე მივიდნენ, ბარათები მათ სკამებზე დახვდათ. ამ ფაქტმა ისინი სასიამოვნოდ გააოცა. წლის ყველაზე წარმატებული მოსწავლე, ლოვი ჰეილი ამბობს, რომ სიტყვით გამოსვლისას პირველ რიგში მადლობა დირექტორს გადაუხადა.

"ბატონ რივსი მოსწავლეებთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ის ჩვენს ყველა სპორტულ თამაშ ესწრებოდა და ყოველთვის გვამხნევებდა. ჩემს სიტყვაში ვახსენე, რომ ის მოტივაციას გვიზრდის", — თქვა ჰეილიმ.

წარწერა ბარათზე

ფოტო: Vicky Haley

წარწერა ბარათზე: "ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენმა მიღწევებმა, დიდების კედელი, სკოლის წარჩინებით დამთავრება, ERAU-ში ჩარიცხვა. ასე გააგრძელე და ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის".

დირექტორისთვის ემოციური იყო იმის ყურება, თუ როგორ კითხულობენ მოსწავლეები ბარათებს.

"მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მასწავლებელია, რომელიც თავის მოსწავლეებისთვის საოცრებებს აკეთებენ. მათი შრომა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ბევრმა მათგანმა მაინც მოახერხა, მოსწავლეების მხარდაჭერა და გამხნევება", — აღნიშნა რივერსმა.

ძნელია მატანზას სკოლის დირექტორს არ დაეთანხმო. მართლაც, მასწავლებლებისთვის ეს წელი გამოწვევებით იყო სავსე. მათი შრომა კი ნამდვილად დასაფასებელია.