იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით შეიქმნება ე.წ. მობილური იუსტიციის სახლები, რომელის საშუალებითაც მოსახლეობა მიკროავტობუსებით ადგილზე მიიღეს სერვისებს.

"სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომელთა მიღებაც მას იუსტიციის სახლებში შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ სერვისს მიაწვდის ყველას და ამ მომსახურებით ისარგებლებენ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისე სტუმრები", — განაცხადა ბრეგაძემ.

ეს განცხადება მინისტრმა გარდაბანში, რიგით 26-ე იუსტიციის სახლის გახსნისას გააკეთა.