მთავარი არხის მიერ დაკვეთილი IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 23% ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას — საქართველოსთვის.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  • გირჩი - მეტი თავისუფლება — 5%;
  • ევროპული საქართველო — 3%;
  • ლეიბორისტული პარტია — 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3%;
  • ლელო საქართველოსთვის — 2%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 2%;
  • მოქალაქეები — 2%;
  • ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა —1%;
  • დროა — 1%;
  • გირჩი — 1%;
  • ერთობა, რაობა, იმედი —1%;
  • სხვა — 2%;
  • უარი პასუხზე — 11%.

მთავარი არხის განცხადებით, გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით და პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მათივე განცხადებით, მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია. როგორც გიორგი გაბუნიამ განმარტა, ეს არის მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხები, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებზე მისვლა და ისიც, ვის მისცემენ ხმას.