ტერმინების თამაში მიდის, დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება — ზურაბიშვილი მოსამართლეთა დანიშვნაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ნახსენებია არა მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, არამედ "პაუზა". მისი თქმით, ტერმინების თამაში მიდის და ეს არ მოსწონს.
"მე ჯერ შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გამიგია. მე თვითონ ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ზედამხედველი სიტყვა არ მომწონს, მაგრამ რაღაცა ფორმით... ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს.
რაღაც ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამე არის. მე ვიცი რამდენად არის ჩვენი სასამართლო გადატვირთული, ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორედ", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში
შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, სანდოობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული; განსაკუთრებით, წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებით მოსამართლეთა დანიშვნის კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით.
მიშელის წინადადებაში მითითებულია ისიც, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან "თავი უნდა შეიკავონ".
ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
გარდა ამისა, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
რა გააკეთა მმართველმა გუნდმა
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა, რასც სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის პროტესტი მოყვა. ისინი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას მოითხოვნდნენ.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს მოუსმენს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ. ეს განცხადება კობახიძემ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
აშშ-ის საელჩოს შეხსენება
დღეს, 23 ივნისს აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც გახაზული აქვს შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს".
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები