2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი, მედიაკავშირ ობიექტივის ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელი შემთხვევით გახდა ის ფორმალური მფლობელი იყო.

ივანიშვილი ასევე ამბობდა, რომ ის და ხალვაში ოდესმე სრულად იტყოდნენ იმას, რაც რუსთავი 2-ზე იცოდნენ:

"ქიბარ ხალვაში აბსოლუტურად შემთხვევით და ფორმალურად იყო რუსთავი 2-ის მფლობელი, ეს საკითხები ძალიან კარგად ვიცი და ოდესღაც ამაზე ვისაუბრებთ, ეხლა რომ ეს თემა არ გადავიტანოთ, მე და ქიბარმა ვიცით ეს, ნაწილი იცის მან, ნაწილი ვიცი მე და ჩვენ გაერთიანებულად ამას ვიტყვით".

დღეს, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა