On.ge-ს ვიზუალით გაკეთებულ ყალბ სქრინს სერგეენკომ მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უწოდა
On.ge-ს ვიზუალით გავრცელებულ NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ყალბ ციტატას ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკოც გამოეხმაურა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა და ნიღაბი ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის წინააღმდეგ თავდაცვის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.
სერგეენკომ თქვა ისიც, რომ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. იმნაძის მსგავსი ციტატა On.ge-ზე არ გამოქვეყნებულა, ყალბი ამბისთვის სანდოობის მინიჭების მიზნით გამოყენებული იყო ჩვენი ვებგვერდის ვიზუალი, ლოგო და შრიფტი.
"ცოტა ხსნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფო, რომ თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც გროვდება შიგნით ვირუსი და აფრქვევს და ა.შ. არც გამახსენდებოდა ეს, უბრალოდ ჩემმა კოლეგამ გაიხსენა თავის კითხვაში, ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის ფეიკი, ტყუილი ინფორმაცია.
იმ მედია, არ ვიცი, კომპანიამ რაღაცა სხვა თემა უნდა მოიფიქროს, ალბათ, ასეთი მავნებლური რაღაც თითლიბაზობების გავრცელების მაგივრად. ეს ტყუილია, არ შეესაბამება რეალობას", — განაცხადა სერგეენკომ.
On.ge ცდილობს სერგეენკოსთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ეს ყალბი ციტატა Facebook-მა ცრუ ინფორმაციად მონიშნა. პაატა იმნაძის იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არც სხვა ღია წყაროებში იძებნება.
მითების დეტექტორმა On.ge-ის ლოგოთი გავრცელებული სხვა გაყალბებული ციტატები და ინფორმაციები არა ერთხელ გადაამოწმა:
- ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე?
- პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია
- ინფორმაცია, თითქოს აუცრელი მოქალაქეებისთვის კომენდანტის საათი ძალაში რჩება, ყალბია
ამ თემაზე On.ge-ც წერდა, როცა ჩვენს ვიზუალთან მიახლოებული სქრინებით გავრცელებული ყალბი ამბები სახალხო დამცველის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში გადაიზარდა.
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ვიზუალური მახასიათებლები, კერძოდ, ლოგო, შრიფტი და კატეგორიები მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული ჩვენს ვიზუალზე.
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები