ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი სხდომათა დარბაზში სვამს კითხვას, თუ ახსენდებათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის "ასეთი უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია და მრავალეტაპიანი მექანიზმი".

"გახსენდებათ, თქვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ასეთი უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, მრავალეტაპიანი მექანიზმი? გახსოვთ, მიხელ სააკაშვილი როგორ წარადგენდა ხოლმე მოსამართლეებს. იყო ხოლმე კონსულტაციები სახალხო დამცველთან? ჰქონდათ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაცია? გახსენდებათ ოდესმე, ამ ფორმით ჩატარებული გასაუბრება — ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემდგომ საქართველოს პარლამენტში? თუ იმას გაგვახსენებთ, როგორც შეკითხვებს უსვამდით კანდიდატებს", — აცხადებს ის.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა, სადაც თანამდებობაზე 46 მოსამართლე დაინიშნა. გარდა ამისა, საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ახლა კადრების დამატება სასამართლოში არსებული ძლიერი ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს.