On.ge-ს სახელით გავრცელებული ყალბი ციტატა Facebook-მა ცრუ ინფორმაციად მონიშნა. საუბარია NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ყალბ ციტატაზე, რომელიც კონკრეტულმა პირებმა On.ge-ს ვიზუალში ჩასვეს ისე, თითქოს ეს ამბავი გამოცემამ დაწერა. მსგავსი ციტატა არც პაატა იმნაძეს უთქვამს და არც ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულა.

On.ge-ს ვიზუალით გამოქვეყნებული ყალბი სქრინი

On.ge-ს ვიზუალით გამოქვეყნებული ყალბი სქრინი

ფოტო: On.ge-ს ვიზუალით გამოქვეყნებული ყალბი სქრინი

პაატა იმნაძის იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. რაც შეეხება პირბადეს, დღეს, 22 ივნისს საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ მისი ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ არის, თუმცა ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა და არა პაატა იმნაძემ. მსგავსი შინაარსის წინადადება არც ღიბრაძეს უთქვამს.

მითების დეტექტორმა On.ge-ის ლოგოთი გავრცელებული სხვა გაყალბებული ციტატები და ინფორმაციები არა ერთხელ გადაამოწმა:

ამ თემაზე On.ge-ც წერდა, როცა ჩვენს ვიზუალთან მიახლოებული სქრინებით გავრცელებული ყალბი ამბები სახალხო დამცველის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში გადაიზარდა.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ვიზუალური მახასიათებლები, კერძოდ, ლოგო, შრიფტი და კატეგორიები მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული ჩვენს ვიზუალზე.