ქართული ოცნების დეპუტატის, კახა კახიშვილის თქმით< იმედოვნებს, რომ კელი დეგნანის განცხადებას მოსამართლეების დანიშვნის შესახებ არა მითითების, არამედ რეკომენდაციის ტონი ჰქონდა.

"პარლამენტში როდესაც შემოვა ეს საკითხი, განხილვის შედეგად გაირკვევა. მე წინასწარ როგორ გითხრათ განიხილავს, არ განიხილავს, მიიღებს, არ მიიღებს, ვინმე დაინიშნება თანამდებობაზე თუ არა. მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა ასე ბრძანა და უალტერნატივოდ აღარ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი მე არ მიმაჩნია სწორად, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ სასამართლოს. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ელჩის ჭკუაზე ივლის ქვეყანა, შეიძლება რეკომენდაცია გასცე, მაგრამ ასეთი მითითებები ჩემთვის ცოტა გაურკვეველია, სიმართლე რომ გითხრათ. ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო და იყო უბრალოდ, რეკომენდაციის ტონი", — განაცხადა კახიშვილმა ფორმულას ეთერში.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ფართო დებატემამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს და მისივე თქმით, ეს 19 აპრილის შეთანხმებით არის განსაზღვრული.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, ეს არის პირობა ქართველი ხალხის მიმართ, შესაბამისად, პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად იმოქმედოს.