უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისს 23 საათიდან უკვე აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"რეგულაციების გარკვეული ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით იცვლება, თანმიმდევრულად რომ მივყვეთ — პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23 საათიდან 4 საათამდე. ანუ პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ: 30 ივნისს საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. ანუ შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში 00:00 საათიდან 4 საათამდე, ხოლო 30-ის საღამოს 23 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს", — განაცხადა მან.

თითქმის 8-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, კომენდანტის საათი იხსნება. ამის შესახებ 22 ივნისს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. შემსუბუქდა სხვა შეზღუდვებიც, თუმცა სხვადასხვა პირობითა თუ რეკომენდაციით.

  • 22 ივნისიდან სავალდებულო აღარ არის პირბადის ტარება ღია სივრცეებში;
  • პირველი ივლისიდან იხსნება კომენდანტის საათი.

გაიგეთ მეტი: