პროვოკაციული მცდელობები ჩაიშლება — ოკუპირებული ცხინვალი გახელაძის მხარდასაჭერ აქციაზე
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახური 23 ივნისს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად გასამართ აქციას პროვოკაციას უწოდებს და მის მონაწილეებს სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემით ემუქრება. მათი მტკიცებით, "ქართული მხარის განცხადებების მიუხედავად, საკითხი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მოაგვაროს, საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობს".
"მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის ძალა ერთობაშიას ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე 23 ივნისს კიდევ ერთი პროვოკაციული ინიციატივა დააანონსა, რომლის მიზანი იყო მსჯავრდებულის განთავისუფლების უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ საქართველოს მთავრობის წახალისებაა.
ძალა ერთობაშიას საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული იყოს მცდელობები, რომ მომიტინგეებმა "საზღვარი" უკანონოდ გადაკვეთონ. ამგვარი პროვოკაციული ინიციატივების განხორციელება, განურჩევლად იმისა, ვისგანაც მოდის ის, მოლაპარაკებების პროცესს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ხაზს ვუსვამთ, რომ "საზღვარზე" დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები მოქმედი "კანონმდებლობის ფარგლებში ჩაიშლება", — ნათქვამია ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ხვალ, 23 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძეს დაბადების დღე აქვს. ხვალ გახელაძის ოჯახი სოფელ ქვემო ჭალაში აქციას გამართავენ.
ზაზა გახელაძის მამის თქმით, შექმნილი მდგომარეობისა და ცოლის თვითმკვლელობის მცდელობის გამო აქციების მოწყობა და ერგნეთში გადასვლა გადაწყვიტეს, რათა შვილის გასათავისუფლებლად ყურადღება ამ ფორმით მაინც მიიქციონ.
გახელაძისა და მისი ოჯახისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად 23 ივნისს თბილისშიც შეიკრიბებიან, რომლის შემდეგ სოფელ ქვემო ჭალაში ჩავლენ.
11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.
გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები