პოპპანკის პრინცესად მიჩნეული კანადელი მომღერალი, ავრილ ლავინი, ტიკტოკს შეუერთდა.

ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მუსიკოსის დებიუტი 21 ივნისს შედგა, როცა რეტროსტილში — შავ მაისურსა და ზოლიან ჰალსტუხში — გამოწყობილმა ლავინმა 2002 წელში დაგვაბრუნა. მომღერალმა ვიდეოს ფონად საკუთარი ჰიტი, Sk8er Boi, შეარჩია და როცა მისამღერი გაისმა, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ტონი ჰოუკი გამოჩნდა — ცნობილი ამერიკელი სკეიტბორდისტი, რომელიც 53 წლის ასაკშიც შესანიშნავად დგას სკეიტის დაფაზე.

ლავინს, სავარაუდოდ, შემთხვევით არ შეურჩევია არც სიმღერა და არც დღე — 21 ივნისს მსოფლიოში სკეიტბორდისტები Go Skateboarding Day-ის აღნიშნავენ.

სხვათა შორის, მომღერალმა მაისში თავადაც სცადა სკეიტის დაფაზე დგომა და, მართალია, მცდელობა არცთუ წარმატებული გამოდგა, ლავინმა ინსტაგრამზე თავის გამომწერებს მაინც გაუზიარა მისი ვიდეო.

"იმედია, ამაზე ისევე გაგეცინებათ, როგორც მე და ჩემი მეგობრები ვიცინით, მთელი კვირაა", — დაწერა ლავინმა, — "აი, რა ხდება, როცა სკეიტბორდზე დგომას ჩუსტებითა და კაბით ვცდილობ".

გაიხსენეთ სიმღერა და კლიპი 2002 წლიდან, რომელშიც ავრილ ლავინმა დაგვაბრუნა.