რა ვიცით თაღლითურ სქემებზე და როგორ ავირიდიოთ ისინი თავიდან
მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი არ გახდე, დაკვირვებულობა და კრიტიკული აზროვნებაა. ამ უკანასკნელის განვითარებისთვის კი აუცილებელია როგორც მინიმუმ ეჭვის გრძნობა და უკეთეს შემთხვევაში იმ ტექნიკების ცოდნა, რომელსაც თაღლითები იყენებენ.
მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ხარ მოქალაქე, რომელიც უძრავ ან მოძრავ ქონებას ყიდის. ამის შესახებ განცხადებას სხვადასხვა ჯგუფში ან გაყიდვების საიტზე აქვეყნებ და დაინტერესებული მოქალაქეც მალე გიკავშირდება.
მაგალითი 1-ლი
თაღლითები ბიზნესკომუნიკაციისთვის ხშირად იყენებენ WhatsApp-სა და Viber-ს. ეს პირველი დეტალია, რამაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს. თუმცა, ისინი გარწმუნებენ, რომ შენ მიერ განთავსებული ნივთის/ქონების შეძენა სურთ და წინასწარ აპირებენ თანხის ნაწილის, ე.წ. B-ს ჩარიცხვას.
შენი ნდობის მოპოვების შემდეგ თაღლითები ფინალურ ეტაპზე გადადიან და იმისთვის, რომ ფული ჩაგირიცხონ, ანგარიშის ნომრის ნაცვლად შენგან ითხოვენ:
- საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს;
- CVV კოდს;
- ბარათის მოქმედების ვადას;
- ბარათის 2-ვე მხარეს სურათის გადაღებას და გაგზავნას;
- ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას.
თუ ყველა ეს მოქმედება დაუეჭვებლად შეასრულე, ხაზის მეორე მხარეს მყოფ ადამიანს დაახლოებით ასეთი გამომეტყველება აქვს:
ანგარიშზე დაპირებული თანხა არ ირიცხება და სანაცვლოდ იღებ შეტყობინებას, რომ გაურკვეველი ტრანზაქციების შესრულებით თანხა გაკლდება. უკვე გრძნობ, რომ საქმე უცნაურადაა და დაპირებულ B-ს ჩარიცხვასაც ისე დარწმუნებით აღარ ელი.
რა ხდება ამ დროს:
თაღლითი შენ მიერ გაზიარებული ბარათის მონაცემებით და ერთჯერადი კოდით იღებს წვდომას შენს ანგარიშებზე და ბოროტად სარგებლობს ამით.
შენი მთავარი შეცდომა პირადი ინფორმაციის და ბარათის მონაცემების გაცემა იყო.
მაგალითი მე-2
ზემოთ აღწერილი სიტუაცია ერთადერთი ხერხი არაა, რომელსაც თაღლითები მიმართავენ. მათ უფრო დახვეწილი სქემებიც აქვთ და ყოველთვის ბარათის მონაცემების გადაგზავნას არ ითხოვენ.
მაგალითად, ისინი ხშირად აგზავნიან საქართველოს ფოსტის ყალბ ლინკს, სადაც ბარათის მონაცემების და კვლავ ერთჯერადი კოდების შეყვანას გთხოვენ.
თაღლითები ირწმუნებიან, რომ რადგან შესყიდული საქონელი ფოსტით უნდა მიიღონ, ამიტომ შენი პირადი ინფორმაცია ამ საეჭვო და ყალბ საიტებზე უნდა შეიყვანო.
ამ პროცედურების შესრულების შემდეგ ფინალი იგივეა: ანგარიშიდან თანხა გეჭრება და არავინ გირიცხავს დაპირებულ B-ს.
რა უნდა იცოდე?
ყურადღება, კრიტიკული აზროვნება, თაღლითების ხრიკების ცოდნა ამ პრობლემისგან დაგიცავს, თუმცა კიდევ გვაქვს რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარება:
- დააკვირდი გამოგზავნილი საიტის მისამართს, თუ ასოები გადანაცვლებულია, მაშინ თაღლითს ესაუბრები;
- აუცილებლად გადაამოწმე ინფორმაცია ბანკთან მცირედი ეჭვის გაჩენისთანავე;
- არ უნდა ენდო ბანკის სახელით მიღებულ შეტყობინებებს, თუ ის უცხო ნომრებიდან შემოდის;
- ბრაუზერის მარცხენა კუთხეში ბოქლომის ნიშანი თუ გადახაზულია, ე.ი. სახიფათო საიტზე ხარ;
- არასდროს გასცე შენი ბარათის ან ონლაინბანკის მონაცემები.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები