რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მსჯელობის დაწყების დღესვე გამოიტანა. დიდმა პალატამ არხი მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, მიაკუთვნა.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრმა მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობაში არიან:

  1. ნინო გვენეტაძე (თავჯდომარე)
  2. მზია თოდუა
  3. ვასილ როინიშვილი
  4. ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)
  5. პაატა ქათამაძე
  6. ბესარიონ ალავიძე
  7. მაია ვაჩაძე
  8. ზურაბ ძლიერიშვილი
  9. გიორგი შავლიაშვილი

რუსთავი 2 ამ მომენტში მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.