ტელეკომპანია რუსთავი 2 მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და არხი მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, მიაკუთვნა.

რუსთავი 2-ზე ამჟამად გიორგი გაბუნიას არჩევანი გადის, სახელით "რუსთავი 2 წაგვართვეს".

როგორც არხის ჟურნალისტები იტყობინებიან, უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილი საზოგადოება, რომელიც რუსთავი 2-ს უცხადებს მხარდაჭერას, ამჟამად არხისკენ მიდის.

არხის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მოქალაქეებს მოუწოდა რომ რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ არხის დასაცავად.