15 ცნობილი სიმღერის ქავერი, რომელიც ორიგინალზე პოპულარულია
შეიძლება, რომელიმე სიმღერა დიდი ხნის განმავლობაში გქონდეთ აკვიატებული, მაგრამ არც კი იცოდეთ, რომ ის არა ორიგინალი ვერსია, არამედ ქავერია.
დიახ, ხანდახან ისეც ხდება, რომ მსმენელების დიდ ნაწილს თავდაპირველი შემსრულებლის ნამღერზე მეტად სულ სხვა მუსიკოსის ვერსია უყვარდება.
ამ სტატიაში რამდენიმე ყველაზე ცნობილი მაგალითია წარმოდგენილი, რომელთა ორიგინალი ჩანაწერები ხშირად მსმენელების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა პოპულარობით მაინც ქავერები სჯობნის ხოლმე.
1. ჯიმი ჰენდრიქსი — All Along the Watchtower
ეს ბობ დილანის 1967 წლის ალბომის John Wesley Harding ერთ-ერთი სიმღერაა, თუმცა ყველაზე კარგად მას მაინც ჰენდრიქსისეული ქავერით იცნობენ.
2. არეტა ფრანკლინი — Respect
ბევრი არეტა ფრანკლინს სწორედ ამ სიმღერით იცნობს, თუმცა ის მას სულაც არ ეკუთვნის: Respect პირველად 1965 წელს სოულის კაცმა შემსრულებელმა ოტის რედინგმა ჩაწერა.
3. The Beatles — Twist & Shout
ეს ცნობილი სიმღერა ჯგუფ The Top Notes-ს ეკუთვნის: 1961 წელს დაიწერა, ორი წლის შემდეგ კი ბიტლსმა დააქავერა.
4. Soft Cell — Tainted Love
ეს სიმღერა გლორია ჯონსმა ჩაწერა 1964 წელს, მაგრამ მას უმეტესობა Soft Cell-ის ვერსიით იცნობს. ასევე არანაკლებ პოპულარულია მერლინ მენსონის ვერსიაც.
5. ჯონი კეში — Hurt
ჯონი კეშის ეს სევდიანი ბალადა ამერიკული როკჯგუფის Nine Inch Nails ამავე სახელწოდების მქონე სიმღერის ქავერია.
6. შინეიდ ო'კონორი — Nothing Compares 2U
სიმღერა, რომლითაც ირლანდიელი შინეიდ ო'კონორი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, პრინსმა დაწერა 1985 წელს.
7. ჯეფ ბაკლი — Hallelujah
ლეონარდ კოენის ამ სიმღერის უამრავი ქავერი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული შესრულება, ალბათ, ჯეფ ბაკლის ეკუთვნის.
8. ემი უაინჰაუსი — Valerie
ემი უიანჰაუსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შესრულება, სინამდვილეში, ბრიტანული ბენდის The Zutons სიმღერის ქავერია.
9. უიტნი ჰიუსტონი — I Will Always Love You
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასიყვარულო სიმღერა, რომელსაც უიტნი ჰიუსტონის შესრულებით ვიცნობთ, დოლი პარტონს ეკუთვნის.
10. კრისტინა აგილერა, ლილ კიმი, მაია, პინკი — Lady Marmalade
2000-იანების ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი პირველად ამერიკულმა ჯგუფმა Labelle ჩაწერა 1974 წელს.
11. გარი ჯულსი — Mad World
ამ სიმღერის ორიგინალი ვერსია ბრიტანულ ბენდს Tears for Fears ეკუთვნის. გარი ჯულსის ქავერი და თავდაპირველი შესრულება ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება.
12. Nirvana — The Man Who Sold The World
მართალია, ამ სიმღერის ორიგინალ ვერსიას, რომელსაც დევიდ ბოუი ასრულებს, ბევრი კარგად იცნობს, თუმცა მაინც ნირვანას ქავერი უფრო ბევრმა შეიყვარა.
13. ბიორკი — It's Oh So Quiet
ბიორკის მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი ეს შესრულება ამერიკელი მომღერლის ბეტი ჰატონის 1951 წლის სიმღერის ქავერია.
14. Fugees — Killing Me Softly With His Song
თავდაპირველად ეს სიმღერა 1972 წელს ლორი ლიბერმანისთვის დაიწერა, თუმცა ამ ვერსიამ პოპულარობა ვერ მოიპოვა და ჩარტებში მხოლოდ 1973 წელს რობერტა ფლეკის შესრულება მოხვდა. 1996 წელს კი ჰიპ-ჰოპ ჯგუფმა Fugees მას ახალი სიცოცხლე შთაბერა.
15. ტინა ტერნერი — Proud Mary
1971 წელს ტინა ტერნერმა თავის მეუღლესთან და მუსიკალურ პარტნიორთან ერთად, აიკ ტერნერთან ჩაწერა ეს ცნობილი სიმღერა, რომელიც თავდაპირველად, 1968 წელს ამერიკული ჯგუფისთვის Creedence Clearwater Revival დაიწერა.
ბონუსი: The Animals — The House Of The Rising Sun
გასული საუკუნის 60-იანების ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი ტრადიციული ხალხური სიმღერაა, რომელიც პირველად 1930-ანებში ჩაიწერეს აპალაჩში.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები