ცნობილ ადამიანსა და ფანს შორის რომანტიკული ურთიერთობა, ერთი შეხედვით, რომელიმე ფილმის ან წიგნის სცენარს მოგვაგონებს, რომელსაც ახდენა არ უწერია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგჯერ ეს ფანტაზია რეალობისგან არც ისე შორსაა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 7 ცნობილ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ფანი შეუყვარდა:

1. ჯონ ტრავოლტა

ფოტო: Getty Images

როდესაც 16 წლის კელი პრესტონმა Grease კინოთეატრში პირველად ნახა, ჯონ ტრავოლტას პოსტერს შეხედა და თქვა, რომ მასზე აუცილებლად დაქორწინდებოდა. კელის წინასწარმეტყველება მოგვიანებით მართლაც ახდა. წყვილი ერთმანეთს The Experts-ის კასტინგზე შეხვდა, 1991 წელს კი იქორწინეს კიდეც. სამწუხაროდ, კელი 2020 წლის ივლისში გარდაიცვალა.

2. პატრიკ დემპსი

ფოტო: Getty Images

თმის სტილისტი ჯილიან ფინკი გაოგნებული იყო, როდესაც ახლა უკვე გრეის ანატომიის ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავი მასთან თმის შესაჭრელად ჩაეწერა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკმა ჯილიანი პაემანზე დაპატიჟა. წყვილმა 1999 წელს იქორწინა.

3. პრინცი უილიამი

ფოტო: Getty Images

ქეით მიდლტონის ყოფილ კლასელებს თუ დავუჯერებთ, უილიამთან შეხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე ქეითს ოთახის კელდებზე პრინცის ფოტოები ჰქონდა გაკრული. მართალია, თავად ქეითმა ეს ფაქტი უარყო, თუმცა თავად უილიამმა დაადასტურა, რომ ქეითს უნივერსიტეტის ოთახში მისი ათობით ფოტო ჰქონდა. წყვილმა 2011 წელს იქორწინა.

4. მეთიუ ლუისი

ფოტო: Getty Images

მეთიუ ლუისი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ყველასათვის საყვარელი ნევილის როლს ასრულებს, მომავალ ცოლს, ანჯელა ჯოუნსს სწორედ ჰარი პოტერის სამყაროს ერთ-ერთი ღონისძიების დროს შეხვდა, რომლის ორგანიზატორიც ანჯელა იყო. წყვილმა 2018 წელს იქორწინა.

5. ნიკოლას ქეიჯი

ფოტო: Getty Images

ელის კიმი ნიკოლას ქეიჯს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, სადაც ელისი მიმტანად მუშაობდა. წყვილმა 2 თვის შემდეგ იქორწინა და ერთად 12 წელი გაატარა. ნიკოლას ქეიჯი და ელის კიმი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ.

6. ლიამ პეინი

ფოტო: Getty Images

მაია ჰენრი ცნობილი მუსიკალური ჯგუფის One Direction-ის წევრ ლიამ პეინს ჯგუფის ერთ-ერთ ღონისძიებაზე 2015 წელს შეხვდა. ერთმანეთთან ურთიერთობა ოფიციალურად 4 წლის შემდეგ დაადასტურეს. წყვილი გარკვეული დროის განმავლობაში დანიშნულიც იყო, თუმცა ერთმანეთს 2021 წელს დაშორდნენ.

7. რინგო სტარი

ფოტო: Getty Image

მაურინ სტარკი რინგო სტარს ერთ-ერთ კლუბში შეხვდა, სადაც The Beatles საკუთარ სიმღერებს ხშირად ასრულებდა. წყვილმა 1965 წელს იქორწინა და ერთად 10 წელი გაატარა.