დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომენდანტის საათის მოხსნაზე საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. თუმცა, მისი პასუხიდან გამომდინარე უცნობია, მოიხსნება თუ არა გადაადგილების შეზღუდვა.

"დიდი ალბათობით, ხვალ იქნება საბჭო და მერე პრესკონფერენცია და მაგ კითხვებზე პასუხი ხვალ იქნება", — განაცხადა მან.

გადაადგილების შეზღუდვა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათი, 8 თვის წინ, უფრო ზუსტად კი 231 დღის წინ დაწესდა და 227 დღე მოქმედებდა. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.