ჩეხოვის ფესტივალი ხელოვნების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანია — რუსთაველის თეატრი გასტროლებზე
რუსთაველის თეატრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დასი მოსკოვში გასტროლებზე მიდის. მათივე თქმით, თავისი 30-წლიანი ისტორიით ჩეხოვის ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა უკლებლივ ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თეატრი.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 30 ივნისსა და პირველ, ორ ივლისს.
ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად 1992 წელს ჩატარდა. თავისი 30-წლიანი ისტორიით ჩეხოვის ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა უკლებლივ ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თეატრი...", — ნათქვამია რუსთაველის თეატრის განცხადებაში.
მათივე თქმით, ჩეხოვის ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.
20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ფესტივალზე გაემგზავრება. ამის შესახებ თეატრის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ რუსულ არხთან განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოსკოველ მაყურებელს მათი სპექტაკლი აჩვენონ.
"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ჩემი აზრით, მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ", — თქვა სტურუამ.
თეატრის ერთ-ერთი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის თქმით კი, რუს მაყურებელზე იმედს ამყარებენ, რადგან მათ "მოსმენა უყვართ".
"ახლა, როცა ასეთ რთულ პიესას ვთამაშობთ, იმედს რუს მაყურებელზე ვამყარებთ, რადგან რუს მაყურებელს მოსმენა, დაფიქრება უყვარს", — თქვა მან.
როგორც რუსთაველის თეატრში On.ge-ს განუცხადეს, დასი ჩეხოვის ფესტივალზეა მიწვეული. იქ გვითხრეს, რომ დამატებით კომენტარს ხვალ, 21 ივნისს გააკეთებენ. ჩეხოვის ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებული განრიგის მიხედვით კი, რუსთაველის თეატრის დასი სპექტაკლებს 30 ივნისს, პირველ და 2 ივლისს გამართავს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
კომენტარები