ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაბეთის ნახევარკუნძულზე, იემენში, ალ-ქაიდას წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განახორციელა.

ინფორმაციას ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

ესაა პირველი ოპერაცია იანვრის შემდეგ, როდესაც ამერიკის რაზმები ტერორისტულ ჯგუფს თავს დაესხნენ.

როიტერის ცნობით, ამერიკის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა დღის განმავლობაში ასევე განაცხადეს, რომ დაზვერვას შეგროვებული აქვს მასალა არაბეთის ნახევარკუნძულზე მყოფი ალ-ქაიდას (AQAP) წევრებზე, რომ ისინი ასაფეთქებლების აწარმოებენ და მიზანში სროლისა და სხვა პრაქტიკულ სწავლებებს გადიან.

იანვარში ჩატარებულ რეიდს თეთრი სახლი წარმატებულს უწოდებს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მას ამერიკელი ჯარისკაცი და ადგილობრივი ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.

AQAP მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფებაა, მითუმეტეს ასაფეთქებლების წარმოების მხრივ. 2009 წლიდან ის ამერიკის მთავრობის მიზანშია, მას შემდეგ, რაც მათ შობას დეტროიტში სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქება სცადეს, თუმცა წარუმატებლად.