მთვარის დაბნელებიდან დაწყებული, მზის ნაწილობრივი დაბნელებით გაგრძელებული და სუპერმთვარეებით დასრულებული, 2021 ნამდვილად სანახაობრივი წელი იყო. ახლა კი, წელს წლის ბოლო სუპერმთვარეს — სრულ "მარწყვის" მთვარეს ვიხილავთ ღამის ცაზე.

სუპერმთვარის მოვლენა მაშინ დაიკვირვება, როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ორბიტაზე ყველაზე ახლო წერტილს — პერიგეას უახლოვდება. იგი, ჩვეულებრივთან შედარებით, ოდნავ უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდება. თუმცა, მეცნიერებს შორის გარკვეული უთანხმოებაა იმის შესახებ, არის თუ არა ეს ნამდვილად სუპერმთვარე.

"2021 წლისთვის, ზოგიერთი მოხსენების მიხედვით, მარტიდან ივნისამდე ოთხი სავსე მთვარე გამოჩნდება, ზოგიერთის მიხედვით — სამი სავსე მთვარე აპრილიდან ივნისამდე, სხვა მოხსენებების მიხედვით კი — ორი სუპერმთვარე აპრილსა და მაისში", — განაცხადა გორდონ ჯონსტონმა NASA-დან.

ივნისის სავსე მთვარეს ხშირად მარწყვის მთვარეს უწოდებენ — ეს სახელი მას ინდიელთა ტომებმა უწოდეს, რადგან, Farmer's Almanac-ის მიხედვით, წლის ამ დროს ისინი მარწყვის მოსავალს იღებდნენ.

სავსე მთვარე ნათების პიკს ხუთშაბათს, 24 ივნისს, თბილისის დროით საღამოს 22:40 საათზე მიაღწევს. მასზე დაკვირვებას დაახლოებით სამი დღის მანძილზე შევძლებთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან ამ მოვლენის დაკვირვებას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ მას პირდაპირ ეთერში 24 ივნისის ღამის 11 საათიდან აქ ადევნოთ თვალი.