მიმდინარე წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 32,16 მილიარდი ლარია, საიდანაც 26,35 მილიარდი საგარეო, ხოლო 5,81 მილიარდი ლარი საშინაო ვალდებულებაა.

ორგანიზაციები, რომელთა ვალიც აქვს საქართველოს:

  1. აზიის განვითარების ბანკი (ADB) — 5,78 მილიარდი ლარი;
  2. მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) — 3,83 მილიარდი ლარი;
  3. მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) — 2,94 მილიარდი ლარი;
  4. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) — 2,5 მილიარდი ლარი;
  5. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) — 760,8 მილიონი ლარი;
  6. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — 696,1 მილიონი ლარი;
  7. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) — 609 მილიონი ლარი;
  8. ევროგაერთიანება (EU) — 531 მილიონი ლარი;
  9. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) — 120,4 მილიონი ლარი;
  10. ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) — 10,75 მილიონი ლარი;
  11. სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) — 7,9 მილიონი ლარი;

ქვეყნები, რომელთა ვალიც აქვს საქართველოს:

  1. გერმანია — 2,41 მილიარდი ლარი;
  2. საფრანგეთი — 1,89 მილიარდი ლარი;
  3. იაპონია — 665 მილიონი ლარი;
  4. რუსეთი — 122,8 მილიონი ლარი;
  5. ავსტრია — 62,4 მილიონი ლარი;
  6. ამერიკა — 49,6 მილიონი ლარი;
  7. თურქეთი — 32 მილიონი ლარი;
  8. კუვეიტი — 29,8 მილიონი ლარი;
  9. ყაზახეთი — 25,3 მილიონი ლარი;
  10. სომხეთი — 16,7 მილიონი ლარი;
  11. აზერბაიჯანი — 16,6 მილიონი ლარი;
  12. ირანი — 12,4 მილიონი ლარი;
  13. ჩინეთი — 1,5 მილიონი ლარი;
  14. ნიდერლანდები — 1,2 მილიონი ლარი;
  15. თურქმენეთი — 692 ათასი ლარი;
  16. უზბეკეთი — 169 ათასი ლარი;
  17. უკრაინა — 155 ათასი ლარი;

გარდა ამისა, საქართველოს 500 მილიონი დოლარის ღირებულების (1,64 მილიარდი ლარი) ევროობლიგაციები აქვს გამოშვებული, რომელიც საგარეო ვალის შემადგენელი ნაწილია.

განახლებული პროგნოზის მიხედვით, მთავრობა წელს ეკონომიკის 6,5%-ით გაზრდას ელოდება. შესაბამისად, მიმდინარე ფასებში დათვლილი ეკონომიკის ზომა 56 მილიარდი ლარი იქნება. თუ ეკონომიკური ზრდის ამგვარი პროგნოზი გამართლდება, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 57,3% იქნება.

საქართველოსთვის მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრები დადგენილია ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონით, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებამ 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს — ეს პარამეტრი 2020 წელს 59,9% იყო.