დათვლილი უბნების პირველადი შედეგებით, ფაშინიანის პარტია 61,63%-ით ლიდერობს
დათვლილი უბნების პირველადი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგებში, დათვლილია 149 უბანი, საიდანაც ხმების 61,63%-ი ფაშინიანის პარტიამ მიიღო. 17,87%-ით მეორე ადგილზეა რობერტ კოჩარიანი, რომელსაც ბლოკი მე მაქვს პატივი (5,05%) და აყვავებული სომხეთი მოსდევს (1,49).
დღეს, 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით, დილის რვა საათზე დაიწყო 2 000-მდე საარჩევნო პუნქტში და საღამოს 8 საათამდე გრძელდებოდა.
არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ბლოკებმა კი 7%-იანი.
პრემიერმინისტრობის კანდიდატებს შორისაა ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი, ყოფილი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა ბლოკი, რომელის ლიდერია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი.
რამდენიმეთვიანი პროტესტისა და სამხედროების მოთხოვნის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 25 აპრილს გადადგა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა და ვადამდელ არჩევნებს დათანხმდებოდა, თუ არ წარადგენდნენ პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატებს, რაც პარლამენტის დაშლას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა. შეთანხმების მიხედვით, სომხეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 20 ივნისს ჩაინიშნა.
ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ყარაბაღის ომი საერთო შეთანხმებით დასრულდა და რეგიონზე კონტროლი აზერბაიჯანს გადაეცა. ომის შედეგს სომხური მხარე დამარცხებად აღიქვამდა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები