ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე კითხვაზე, რატომ არ გამოეხმაურა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას, ამბობს, რომ "ესე იგი, ჰქონდა სერიოზული მიზეზები, რომ ეს არ გაეკეთებინა". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ში ისაუბრა.

"კომენტარების გარეშე, ესე იგი მქონდა მე სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ეს არ გამეკეთებინა", — ამბობს ის.

მისი თქმით, მელიაზე გაბრაზებული არ არის, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ სურს.

"არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მოფიქრებულად და გააზრებულად. მით უმეტეს, რომ პირად საუბრებში, ბევრჯერ მქონდა ნათქვამი, საბოლოოდ რა შედეგი გამოვიდოდა აქედან", — თქვა მან.

27 თებერვალს მელიამ განცხადა, რომ "გული სწყდება, ბევრმა ყოფილმა ქოცმა დაიცვა საჯაროდ", მაგრამ საკუთარი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მის დაკავებაზე "სიტყვა არ დაუძრავს".