ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 4 მილიონი დოლარის ღირებულების რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად გადმოგვეცა. მისი თქმით, საქართველოს პრეპარატი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Gilead-მა გადმოსცა.

"უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში", — წერს ცერცვაძე.

რემდესივირი საქართველოში 2020 წლის დეკემბერში შემოიტანეს. იქამდე, იგი სწორედ თენგიზ ცერცვაძემ გამოიყენა კორონავირუსის მკურნალობის პროცესში. მაშინ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პრეპარატი, რომელიც საქართველოში ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი, მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.