ტიკოტოკის მომხმარებელმა nikhagen თავის გამომწერებს ჰკითხა, რა არის ისეთი ნივთი, რომელიც ყოფილმა დაგიტოვათ, მაგრამ მის მოშორებას ვერ ახერხებთ?

ნიკმა ჯერ თავისი ვერსია გაგვიზიარა. როგორ ჩანს, მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ძალიან საყვარელი ჭიქა დაუტოვა, რომლის გადაგდება ვერაფრით მოახერხა.

ნიკის ამ უწყინარ შეკითხვას უამრავი ინტერპრეტაცია გაუკეთეს. ამ სტატიაში 15 ყველაზე დასამახსოვრებელ პასუხს გაგიზიარებთ.

1. "როდესაც 18 წლის ვიყავი, სკოლაში შეყვარებულმა კატა მაჩუქა. ახლა 38 წლის ვარ, ეს კატა კი სიკვდილს არ აპირებს"

ფოტო: TikTok

2. როცა ყოფილი ბავშვს გიტოვებს

ფოტო: TikTok

3. "ჩემმა ყოფილმა მასაჟორი მაჩუქა, რომელიც შეგიძლია კედელზე მიაწებო და ზურგზე მასაჟი გაიკეთო, დაახლოებით ისე, როგორც დათვი იფხანს ზურგს ხეზე"

ფოტო: TikTok

4. "დედამისის ფერფლი დამიტოვა და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად"

ფოტო: TikTok

5. "სამი ჭრილობა: ერთი მხარზე — დანით, მეორე ცერა თითზე — დანით და ერთი ზურგზე — სახრახნისით, მოვიგე?"

ფოტო: TikTok

6. "თავისი ცოლი, უკვე ყოფილი ცოლი"

ფოტო: TikTok

7. "აივ-ინფექცია, მინდოდა დეპრესია მეთქვა, ან შფოთვა, მაგრამ აივ-ინფექცია ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი დანატოვარია"

ფოტო: TikTok

8. "Apple Watch-ს ვინ გადააგდებს, თანაც ახლა უკვე ჩემი ქმრის ფოტოებით მაქვს სავსე, ასე რომ მადლობა"

ფოტო: TikTok

9. "ტრავმა, ნამდვილად ტრავმა"

ფოტო: TikTok

10. "შიმშილის თამაშების და ჰარი პოტერის მთლიანი კრებული"

ფოტო: TikTok

11. "მუდმივი გრძნობა იმისა, რომ არავის არასდროს ვეყვარები"

ფოტო: TikTok

12. "თავად მას ვერ ვიშორებ, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს"

ფოტო: TikTok

13. "მუსიკალური ყუთი, რომელიც You are my sunshine-ს უკრავს"

ფოტო: TikTok

14. "შფოთვა ტელეფონზე მესიჯის გაგზავნისას. ყოველთვის მგონია, რომ რაღაც მომენტში აღარ მიპასუხებენ"

წარწერა: გელოდები, რომ მომწერ.

ფოტო: TikTok

15. "ბავშვები, ერთი 18 წლისაა და მეორე 21. დავიტოვებ ალბათ, კარგი ტიპები არიან"

ფოტო: TikTok