თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე მე-8 საუკუნის არაბულ წარწერას გუდრონი გადაუსვეს და დააზიანეს. თავდაპირველად ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გაავრცელეს.

წარწერა დაზიანებამდე

ფოტო: George Narimanishvili / Facebook

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს.

"დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი და შპს იუკონი და კომპანია-ს კონსერვაციის სპეციალისტი", — წერია უწყების განცხადებაში.