ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს ყველამ. ასე ეხმაურება ის აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას მოსამართლეების არჩევის პროცესზე.

"ყურადღებით ვისმენთ, ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთანდ და გვექნება შემდგომშიც კომუნიკაცია, რა თქმა უნდა. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ", — განაცხადა მან.

დღეს, 19 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესი შეაფასა და თქვა, რომ "თუ მოსამართლეთა დანიშვნები გაგრძელდება, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმის დაკარგული შანსი".