ვენეციის კომისიის რეკომენდაციას მმართველი გუნდი პოზიიტურად აფასებს, ოპოზიცია კრიტიკულად. დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, კომისიას იგივე შენიშვნები აქვს, რაც მათ ჰქონდათ ქართულ ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი კი აღნიშნავს, რომ დასკვნაში არ არის ისეთი შეთავაზებები, რომელიც ფუნდამენტურად გამოიწვევს ამ პროექტის გადასინჯვას.

"ეს არის პოზიტიური დასკვნა. ის, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო პირველ რიგში ხაზს უსვამს იმაზე, რომ მათ, ვინც არ მიღეს მონაწილეობა, ჩაერთონ ამ ეტაპზე მაინც. ფაქტი ერთია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებელია რომ განხილული იქნას და გათვალისწინებული", — განაცხადა აპრლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს პოლიტიკურად გაუსწორდეს კონკრეტულ პარტიებს.

"სადამსჯელო ღონისძიებები, რომელიც უნდოდა რომ ქონოდა ქართულ ოცნებას კონკრეტულ პარტიებთან მიმართებაში, კვლავ გაკრიტიკებული არის ვენეციის კომისიის მხრიდან. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს პოლიტიკურად გაუსწორდეს იმ პარტიებს და ძალებს, რომლებსაც თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს", — განაცხადა ვაშაძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ODIHR-თან ერთად შემუშავებული დასკვნა გამოაქვეყნა. დადებითად არის შეფასებული მათი რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინება, თუმცა, ხაზგასმულია, რომ რამდენიმე არსებითი საკითხი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული, რეფორმას საჭიროებს.

გაიგეთ მეტი: