შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, თბილისში არასრულწლოვნის წამების ფაქტზე დედა და მამინაცვალი დააკავეს. უწყების განცხადებით, ისინინ 2014 წელს დაბადებულ ბავშვს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,"ე" და "ზ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.