დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

19 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 460, ხოლო გარდაიცვალა — 17 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის — 13 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 728 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის — 2.46 %, ბოლო 14 დღის მანძილზე — 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 2.62%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 360-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 837-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 455;
  • აჭარა — 46;
  • იმერეთი — 62;
  • ქვემო ქართლი — 58;
  • შიდა ქართლი — 23;
  • გურია — 4;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 44;
  • კახეთი — 44;
  • მცხეთა-მთიანეთი — 14;
  • სამცხე-ჯავახეთი — 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 0349 საიდანაც 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 659, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 179.

584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 44 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 10 052.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: