პაპუაშვილის მტკიცებით, კობახიძეს არ უთქვამს, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს
ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ თემის გადასაწყვეტია რა ღონისძიებას ჩაატარებენ და რას არა, რადგან ეს მათი უფლებაა. პაპუაშვილის მტიცებით, არც მისი პარტიის თავმჯდომარეს უთქვამს, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, თუმცა ირაკლი კობახიძემ სწორედ ეს თქვა.
"უნდაზე არ არის აქ საუბარი. მათი გადასაწყვეტია, რას ჩაატარებენ. ეს მათი უფლებაა და უნდა გადაწყვიტონ", — განაცხადა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ღირსების მარშზე საუბრისას, რაზეც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას კობახიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, პაპუაშვილმა კი იმის ახსნა დაიწყო, რა თქვა კობახიძემ:
"არც კობახიძეს არ უთქვამს ის, რომ რაღაცა არ უნდა ჩაატარდეს. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დაახლოებით ვხვდებით ხომ რა მდგომარეობა არის. ვიცით, რომ მათ შორის ამ ღონისძიებას მოყვება საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა და ამ კონტექსტზე იყო საუბარი, მე რამდენადაც ვხვდები ირაკლი კობახიძის განცხადებაში".
დამაზუსტებელ კითხვას, ამის გამო უნდა თქვას თუ არა საზოგადოების მეორე ნაწილმა უარი თავისი უფლებების გამოხატვაზე, პაპუაშვილი იმით პასუხობს, რომ ქართულმა ოცნებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და "ამით ყველაფერი ნათქვამია".
"რა თქმა უნდა აქვს და ეს არ უთქვამს არც ირაკლი კობახიძეს. სხვათა შორის, კიდევ რომ დავუბრუნდეთ იმ საკითხს ხომ ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამით არის ყველაფერი ნათქვამი. არა ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს თავს იწონებს და განცხადებებს აკეთებს და თითქოს თავისუფლების მხარდამჭერია".
პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია თავისი უფლება გამოიყენოს, მაგრამ მოსალოდნელია "მწვავე რეაქცია" მოყვეს, თუმცა, მისივე თქმით, ამიტომ არსებობს სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოები, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება.
"მთავარი არის, რომ სახელწმიფომ უზრუნველყოს, ყველამ შეძლოს მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვა. [...] მე მგონი ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო", — განაცხადა მან.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას — "რა აზრის ხართ პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე".
"მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით. ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, მე გამომიგორებს ეკლესია კოჭს. მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილება. მთელი კონტექსტი ხომ იცით, ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ, თუმცა რაც არის ეგ არის", — თქვა მან.
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები