კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს. BBC-ის ინფორმაციით, ოპერაციისას მას წარმატებით დაუმაგრეს გულის მოწყობილობა. მანამდე დანიელი ექიმის ამბობდნენ, რომ 29 წლის სპორტსმენს ICD-იმპლანტირებადი კარდიოვერტერული დეფიბრილატორს ჩაუყენებენ, რომელიც გულის ცემის რიტმის დარღვევას აკონტროლებს

EURO 2020-ის დანია-ფინეთის მატჩის დროს დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი შეუძლოთ გახდა და დაეცა. ექიმების ცნობით ფეხბურთელს გული გაუჩერდა და ადგილზე მყოფი სამედიცინო დახმარების სწრაფმა რეაგირებამ გადაარჩინა. ფეხბურთელი თავს უკეთ გრძნობს და საავადმყოფოდან ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ფანებს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

დანიელების ეროვნული გუნდის კაპიტანმა, სიმონ კიაერიმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანაგუნდელი თავს კარგად გრძნობს. "თამაშის დროს ის ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს გულში და გონებაში", — ამბობს კაპიტანი.