Paraceratherium linxiaense — ეს სახეობა დაახლოებით 26,5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის იწონიდა 21 ტონას, რაც ოთხი დიდი აფრიკული სპილოს წონის ექვივალენტია. სიმაღლის მხრივ კი, 7 მეტეს აღწევდა. ამით ის ჟირაფზე უფრო მაღალი გამოდის.

ეს დასკვნა ჩინეთში აღმოჩენილი სამარხის ანალიზის შემდეგ გაკეთდა. ხუთშაბათს, Communications Biology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა თქვეს, რომ 2015 წელს სოფელ ვანჯიაჩუანის მახლობლად აღმოჩენილი ნაშთების ანალიზი მიუთითებს სრულიად ახალ სახეობებზე. თავის მხრივ, ის მარტორქის "წინაპრადაც" შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სრულად შემონახული თავის ქალა და ყბის ძვალი მიუთითებს, რომ ცხოველს ჰქონდა გამხდარი თავის ქალა და გარკვეულ წილად ჰგავდა თანამედროვე მარტორქას.

მეცნიერთა ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ახალი სახეობა მჭიდრო კავშირში იყო გიგანტურ მარტორქებთან, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ პაკისტანში. ეს მიანიშნებს, რომ სახეობამ შუა აზიაში იმოგზაურა.

ფოტო: Tao Deng

"ტროპიკულმა პირობებმა საშუალება მისცა გიგანტურ მარტორქას ჩრდილოეთით დაბრუნებულიყო შუა აზიაში, რაც ნიშნავს, იმას რომ ტიბეტის რეგიონი ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული, როგორც ახლაა", — ამბობენ მკვლევრები.

აღსანიშნავია, რომ მარტორქის წინაპარს არ ჰქონდა რქა, რაც როგორც წესი მარტორქის განმსაზღვრელია. თუმცა, პალეონტოლოგებისთვის ასეთ უმნიშვნელო საკითხებს მცირე მნიშვნელობა აქვთ, ისინი სახეობას უფრო კომპლექსურად სწავლობენ და განსაზღვრავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.