როდესაც ამანდამ და ფილიპმა ამანდას ორსულობის აღსანიშნავად საყვარელ ცხენებთან ერთად ემოციური ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტეს, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ერთ-ერთი ცელქი ცხენის წყალობით, მათ ფოტოებს მთელი ინტერნეტსივრცე აიტაცებდა.

თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად, გეგმის მიხედვით მიდიოდა. ამანდა და ფილიპი ცხოველებთან ერთად კამერის წინ მშვიდად პოზიორობდნენ და, ალბათ, ფოტოებისთვის ლამაზი ალბომის შერჩევაზეც კი ფიქრობდნენ. თუმცა მალე მათი ფოტოსესია დაუვიწყარი სულ სხვა მოვლენის გამო იქცა.

ფოტო: Photography By Kristen / Facebook

როდესაც ფოტოგრაფმა ცხენებს ხუმრობით გაღიმება სთხოვა, ერთ-ერთმა არ დააყოვნა და ფოტოგრაფს შეუდარებელი ღიმილი აჩუქა, რომელიც მალე საერთო სიცილში გადაიზარდა.

მხიარული ფოტოსესია ინტერნეტმა მალევე აიტაცა და წყვილის ფოტოებს 100 ათასზე მეტი მოწონება და 300 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

ფოტო: Photography By Kristen / Facebook

ცხენის საოცარი ღიმილის წყალობით, ამანდასა და ფილიპს კიდევ ერთი მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ აღნიშნული ფოტოსესია წლების შემდეგაც ღიმილით გაიხსენონ.

ფოტო: Photography By Kristen / Facebook